
"ტელეგრამის" დამფუძნებელ პაველ დუროვს საფრანგეთში სასამართლო ზედამხედველობა დაუწესეს
29/08/2024 06:50:56 მსოფლიო
"ტელეგრამის" დამფუძნებელ პაველ დუროვს საფრანგეთში სასამართლო ზედამხედველობა დაუწესეს. მას ეკრძალება საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება. დუროვმა ხუთი მილიონი ევრო გირაო უნდა გადაიხადოს. ამის შესახებ პარიზის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.დუროვი კვირაში ორჯერ უნდა გამოცხადდეს პოლიციაში.
პროკურატურის განცხადებაში მითითებულია რამდენიმე ბრალდება, მათ შორისაა სამართალდამცავებისთვის გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის მიუწოდებლობა, კიბერდანაშაული, ფულის გათეთრება და კრიპტოლოგიური მოწყობილობის იმპორტი წინასწარი დეკლარაციის გარეშე.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საფრანგეთში წინასწარი გამოძიება ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო, ანუ იმაზე ადრე, ვიდრე აქამდე იტყობინებოდნენ.
პროკურატურამ ასევე განაცხადა კიდევ ორი გამოძიების შესახებ, რომლებიც მიმდინარეობს დუროვის წინააღმდეგ. ამ საქმეებს უძღვებიან საფრანგეთის ჟანდარმერიის კიბერდანაყოფი და საბაჟო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო.
დუროვი საფრანგეთში 25 აგვისტოს დააკავეს. პარიზის პროკურატურამ 26 აგვისტოს განაცხადა, რომ ივლისში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პლატფორმა "ტელეგრამის" ფარგლებში დააკავეს. უწყების ცნობით, სულ საუბარია 12 დანაშაულზე, მათ შორისაა სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა, კიბერდანაშაული, ფულის გათეთრება და კრიპტოლოგიური მოწყობილობის იმპორტი წინასწარი დეკლარაციის გარეშე.
ამავე თემაზე: WSJ: მაკრონი დუროვს სთავაზობდა, "ტელეგრამის" ოფისი პარიზში გადაეტანა.