Accentnews.ge
მთავრობამ ირაკლი შოთაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

მთავრობამ ირაკლი შოთაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

29/08/2024 14:00:26 საზოგადოება

მთავრობამ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 26 აგვისტოს გამოსცა.

“1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 4(1) პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის #73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს - ირაკლი შოთაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.

დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა.განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2024 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“, - ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან 23 მაისს გადადგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S