
ნიდერლანდებმა უკრაინას რუსეთის თავზე F-16-ების გამოყენების უფლება მისცა
29/08/2024 14:03:18 მსოფლიო
უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ნიდერლანდებიდან მიღებული F-16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენება შეუძლია, - ამის შესახებ ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების სარდალმა ონნო ეიხელშაიმმა განაცხადა.
„ჩვენ არ დაგვიწესებია არანაირი შეზღუდვა F-16-ის გამოყენებასა და დიაპაზონზე, ომის კანონების შესაბამისად“, - ამბობს ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების მეთაური.
მისი თქმით, იგივე ეხება ნიდერლანდების მიერ მოწოდებულ სხვა იარაღს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია მათი განკარგვა ბრძოლის ველზე საკუთარი შეხედულებისამებრ, თუ დაცული იქნება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპები.
ნიდერლანდები უკრაინას F-16 ტიპის 24 საბრძოლო თვითმფრინავის გადაცემას დაპირდა, თუმცა ეიხელშაიმს არ უთქვამს, რამდენი მათგანია უკვე მიწოდებული.