
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
29/08/2024 14:07:43 ეკონომიკა
29 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 0.07 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6920 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.69 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9865 ლარი გახდა.