
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – კურსკის ოპერაციაზე: რუსულ დათვს ყველაზე დაუცველ ადგილას უკბინეს
30/08/2024 05:34:31 მსოფლიო
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა მიიჩნევს, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია ომის მიმდინარეობას შეცვლის და მას დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა აქვს.
მისი თქმით, უკრაინის ქმედებები სრულიად შეესაბამება ომის საერთაშორისოდ აღიარებულ ყველა წესს.
"კურსკის ოლქში უკრაინის ქმედებები ძალიან სარისკო, მაგრამ ერთადერთი შესაძლო ნაბიჯია. მათ მიაღწიეს წარმატებას და მოახერხეს, რომ დიდ რუსულ დათვს ყველაზე დაუცველ ადგილას უკბინეს", – განაცხადა მან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ალექსანდრ სირსკის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაწყებული შეჭრის ფარგლებში 27 აგვისტოსთვის უკრაინელები უკვე 1294 კვადრატულ კმ რუსულ ტერიტორიასა და 100 დასახლებას აკონტროლებდნენ.