ერევანმა და ბაქომ საზღვრის დელიმიტაციის კომისიების საქმიანობის შესახებ დებულებას ხელი მოაწერეს

30-08-2024 12:10:11 კავკასია

სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დელიმიტაციის კომისიების ერთობლივი საქმიანობის შესახებ დებულებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის ოქმის შესაბამისად, 2024 წლის 19 აპრილს „კომისიებმა დაასრულეს მუშაობა ერთობლივი საქმიანობის შესახებ დებულებების შეთანხმებაზე“.

„ამჟამად სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაიწყეს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება“, - ნათქვამია განცხადებაში. სომხეთის კანონმდებლობის მიხედვით, ეს დოკუმენტი უნდა იყოს რატიფიცირებული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ. შეგახსენებთ, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა 19 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ რვა სასაზღვრო სოფლის მახლობლად საზღვრების დელიმიტაციის შესახებ წინასწარი შეთანხმების შესახებ განაცხადეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები