„სირცხვილია“ „აგენტების კანონის" რეესტრში დარეგისტრირდება

30-08-2024 22:20:03 პოლიტიკა

მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში“ დარეგისტრირდება.

ამის შესახებ განცხადება მოძრაობამ თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა.

ამ გადაწყვეტილებას „სირცხვილიას“ წევრები იმითი ხსნიან, რომ:

ორგანიზაციას აქამდეც ეძახდნენ სხვადასხვა ეპითეტს, და ამის ფორმალურად გაფორმებას „დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან თუკი რამე ზიანი შეიძლებოდა მოეტანა ამ იარლიყებს, უკვე მოიტანა“

;„კანონის ახალი რედაქციით აგენტის სტატუსი არაა გათვალისწინებული, ამიტომ, თვითონ რეგისტრაცია ან არ-რეგისტრაცია არ განაპირობებს, მიიღებს თუ არა ორგანიზაცია აგენტის სტატუსს – ეს ისევ დამოკიდებულია ხელისუფლების პროპაგანდაზე“;

„ცუდი ვარიანტებიდან ვეცადეთ, აგვერჩია შედარებით ნაკლებად ცუდი ვარიანტი საქმისთვის“

;„ჩვენი მთავარი ამოცანაა, დასახული მიზნები, — გვიახლოვდება არჩევნები, – მას შევხვდეთ მზად და შევინარჩუნოთ ორგანიზაცია და რესურსები, არ დაგვეკისროს ჯარიმა;„ხელისუფლება კანონით იტოვებს უფლებას, [თუ არ მოხდება ნებაყოფლობით რეგისტრაცია], იძულებით დაარეგისტრიროს ორგანიზაცია“;

ვიდეოში აქტივისტები ამბობენ, რომ მრავალჯერადი ჯარიმების გამო ორგანიზაცია, ერთხელ, ვეღარ შეძლებს ჯარიმების გადახდას და შეაჩერებს მუშაობას, ხოლო სწორედ ეს უნდა ხელისუფლებას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები