Accentnews.ge
ზურაბიშვილის თქმით, საქართველო მზადაა, მაისში რუსეთის დელეგაციას  უმასპინძლოს

ზურაბიშვილის თქმით, საქართველო მზადაა, მაისში რუსეთის დელეგაციას უმასპინძლოს

28/01/2020 14:29:26 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქარ5თველო მზადაა, მაისში ევროსაბჭოს ეგიდით თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე რუსეთის ფედერაციის დელეგაციას უმასპინძლოს, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის რიგ წევრებს შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამის შესახებ ზურაბიშვილმა რუსი დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„თქვენ, როგორც სტუმართმოყვარე პრეზიდენტმა არ დაგმეთ ჩვენი დელეგაციის ცემის ფაქტი. თქვენი ქვეყანა საფრთხის შემცველი გახდა – არა მარტო პოლიტიკური და რელიგიური თავისუფლებისთვის, ებრაელებისთვის, სხვა ეროვნული უმცირესობების და ქალებისთვის, არამედ პარლამენტარებისთვის. როგორია თქვენი პასუხი ამაზე?“, – იკითხა კალაშნიკოვმა.

საპასუხოდ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო უმასპინძლებს საერტაშორისო ღონისძიებას და გეგმავს, ეს გააკეთოს კანონის გვერდის ავლით, რომლის თანახმადაც პირები, რომლების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოფიციალური თანხმობის გარეშე იმყოფებოდნენ, საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა არ სეუძლიათ. ამ კანონის მიხედვით კი „რუსეთის დელეგაციის ბევრი წევრი [საქართველოში] ვერ შემოვიდოდა.“

„რადგანაც ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს თავის ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, ვაპირებთ, პატივი ვცეთ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღოთ საპარლამენტო ასამბლეა, რადგანაც ჩვენ ვიცავთ საპარლამენტო ასამბლეის რეგულაციებს და ორგანიზაციის პრინციპებისადმი ჩვენს პატივისცემას...ეს მარტივი არაა. ამას მოსახლეობა მარტივად არ მიიღებს, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ, რადგანაც ვიცავთ ვალდებულებებს ამ ორგანზიაციის მიმართ“.

ცნობისთვის: 2020 წლის 14-15 მაისს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას უმასპინძლებს. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S