Accentnews.ge
უკრაინელებმა კიევის თავზე 10-ზე მეტი ფრთოსანი და 10-მდე ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

უკრაინელებმა კიევის თავზე 10-ზე მეტი ფრთოსანი და 10-მდე ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

02/09/2024 06:04:52 მსოფლიო

რუსულმა ძალებმა კიევს 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტით, ათამდე ბალისტიკური რაკეტით და დრონებით შეუტიეს, - იტყობინება კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი პოპკო.

„წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტები! ქალაქში სარაკეტო დარტყმის შედეგად ნამსხვრევები ჩამოვარდა გოლოშეევსკის, სვიატოშინსკის, დნეპრისა და შევჩენკოვსკის რაიონებში. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა და არასაცხოვრებელი ფართები დაზიანდა“, - აღნიშნა პოპკომ.

მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ათზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, 10-მდე ბალისტიკური რაკეტა და თავდასხმის დრონი გაანადგურეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S