Accentnews.ge
რუსი "ჯაშუში ვეშაპი" ნორვეგიის სანაპიროსთან მკვდარი იპოვეს

რუსი "ჯაშუში ვეშაპი" ნორვეგიის სანაპიროსთან მკვდარი იპოვეს

02/09/2024 06:30:30 მსოფლიო

ნორვეგიის სანაპიროებთან მცხოვრები რუსი "ჯაშუში-ვეშაპი" 15 წლის ასაკში მოკვდა.

დასავლური მედია წერს, რომ თავდაპირველად ვეშაპი ნორვეგიის სანაპიროსთან 2019 წლის აპრილში მეთევზეებმა დააფიქსირეს. მოვლენა ყურადღების ცენტში მოექცა, რადგან თეთრი ვეშაპები იშვიათად მოძრაობენ პოლარული განედებიდან სამხრეთით ასე შორს. ვეშაპს სხეულზე ღვედებით მიმაგრებული ჰქონდა ვიდეოკამერის სამაგრი და შესაკრავი, რომელზეც იყო წარწერა Equipment St. Petersburg.

ნორვეგიის დაზვერვამ დაიწყო საქმის გამოძიება და დაასკვნა, რომ ვეშაპი, სავარაუდოდ, რუსულ კვლევით პროგრამაში იყო ჩართული.

ნორვეგიული Barents Observer-ის ცნობით, რუსეთის საზღვაო ფლოტს აქვს ზღვის ძუძუმწოვრების სამხედრო მიზნებისთვის წვრთნის დიდი ისტორია. გამოცემამ გამოაქვეყნა სატელიტური რუკებიც, სადაც მათი მტკიცებით ასახულია ზღვის ცხოველების წყალქვეშა ვოლიერები მურმანსკის რეგიონის საზღვაო ბაზებთან ახლოს.

კვლევებში თეთრი ვეშაპის როლზე და საზღვაო ბაზებზე აკვარიუმების არსებობაზე რუს სამხედროებს კომენტარი ოფიციალურად არასდროს გაუკეთებიათ.

სამხედრო დამკვირვებლის, გადამდგარი პოლკოვნიკის ვიქტორ ბარანეცის ინფორმაციით, ჩრდილოეთ რუსეთში მეცნიერები თეთრ ვეშაპებს ძირითადად ინფორმაციის შესაგროვებლად იყენებდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S