Accentnews.ge
ზელენსკი: ომი უნდა დავაბრუნოთ სახლში, საიდანაც ის უკრაინაში მოიტანეს

ზელენსკი: ომი უნდა დავაბრუნოთ სახლში, საიდანაც ის უკრაინაში მოიტანეს

02/09/2024 06:51:57 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს ვიდეომიმართვაში ხარკოვზე განხორციელებულ მასშტაბურ შეტევას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კურსკში უკრაინის არმიის მოქმედების მართებულობას:

"ყოველი ასეთი თავდასხმა ხარკოვზე, ჩვენს სხვა ქალაქებსა და სოფლებზე ადასტურებს ჩვენი ტაქტიკის სისწორეს, განსაკუთრებით კურსკის რეგიონში: ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ომი სახლში, საიდანაც ის უკრაინაში მოიტანეს. და არა მხოლოდ სასაზღვრო რაიონებში. ტერორისტულმა სახელმწიფომ უნდა იგრძნოს რა არის ომი“, - თქვა პრეზიდენტმა.

ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. სარაკეტო შეტევის ქვეშ მოექცა სუმი და კიევიც.

უკრაინული ძალები კურსკში 6 აგვისტოს შევიდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S