პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს ცოტნე გამსახურდიას იზოლაციის მიზნით წერილის მომზადებას
28/01/2020 19:49:39 საზოგადოება
პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენლის, ჯაბა კვარაცხელიას განცხადებას, რომ ცოტნე გამსახურდია თურქეთის კლინიკაში სრულ იზოლაციაში ჰყავთ და რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთის მიხედვით, მასთან დედამისის, მანანა არჩვაძის გარდა, არავის უშვებენ.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ,,ფეიკ ნიუსს" უწოდებს თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არანაირი წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით არ მომზადებულა და მით უფრო, თურქეთის კლინიკაში არ გაგზავნილა. ეს აბსოლუტური „ფეიკ ნიუსია”, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


