Accentnews.ge
რუსულ ნავთობბაზაზე ხანძარი 16-დღიანი მცდელობის შემდეგ ჩააქრეს

რუსულ ნავთობბაზაზე ხანძარი 16-დღიანი მცდელობის შემდეგ ჩააქრეს

02/09/2024 11:41:57 მსოფლიო

რუსეთის როსტოვის ოლქში, პროლეტარსკის ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარი 16-დღიანი მცდელობის შემდეგ ჩააქრეს. ობიექტზე 18 აგვისტოს განხორციელდა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში.

"ღია წვა ლიკვიდირებულია. სპეციალისტები ყოველი შემთხვევისთვის ადგილზე რჩებიან, იმიტომ, რომ ძლიერი ქარია". – თქვა რუსეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძრის ფართობმა ათი ათას კვადრატულ მეტრს მიაღწია. რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ არ იყო აფეთქების საფრთხე და არ შეინიშნებოდა მავნე ნივთიერებების გამოყოფის გადაჭარბებული დონე.

დრონის თავდასხმის შედეგად დიზელის საწვავის ოცამდე ავზს ცეცხლი გაუჩნდა. რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ავიაცია, სპეციალური მატარებლები და ხუთასზე მეტი მეხანძრე-მაშველი, რომელთაგან 49 დაშავდა ხანძრის ჩაქრობისას.

23 აგვისტოს, პროლეტარსკში ცეცხლმოკიდებულ ნავთობის საცავს კვლავ დაესხნენ თავს დრონები.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის რეგიონები რეგულარულად იბომბება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S