
ირანმა გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა და რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი დაასახელა
02/09/2024 12:31:34 მსოფლიო
ირანული გამოძიების საბოლოო ანგარიშის მიხედვით, ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის შვეულმფრენის ჩამოვარდნა ძირითადად ამინდმა, განსაკუთრებით, სქელმა ნისლმა გამოიწვია. ამის შესახებ Reuters ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნაზე დაყრდნობით წერს.
"ვერტმფრენის ჩამოვარდნის მთავარი მიზეზი რეგიონში რთული კლიმატური პირობები იყო." - წერს გამოცემა.
საგამოძიებო კომისიამ განაცხადა, რომ სქელი ნისლის გამო, ვერტმფრენი, რომელშიც რაისი და მისი თანმხლები მგზავრები იმყოფებოდნენ, მთაზე ჩამოვარდა.
ირანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ 20 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი 19 მაისს, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.