
NATO-ს მეორე ქვეყანამ მისცა უკრაინას F-16-ების რუსეთის საჰაერო სივრცეში გამოყენების უფლება
02/09/2024 12:54:47 მსოფლიო
უკრაინას უნდა მიეცეს უფლება, გამოიყენოს დასავლური იარაღი, მათ შორის F-16 რუსეთში სამიზნეებზე თავდასხმისთვის, თუ თავდასხმები შეესაბამება საერთაშორისო კანონს, განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა.
„ჩვენ არ ვაწესებთ შეზღუდვებს F-16-ზე. <…> ჩვენ მივაწოდეთ ეს თვითმფრინავები შეზღუდვების გარეშე, ანუ მათი გამოყენების უფლება მიეცათ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - თქვა ფრედერიკსენმა პრაღაში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე.
მისი თქმით, უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი და ერთადერთი გზა, რაც მას ამაში დაეხმარება, არის კიევისთვის მიწოდება იმის, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება.
მანამდე უკრაინას ნიდერლანდებმა დართო ნება F-16-ების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება.