
შოიგუს გუნდიდან მეექვსე გენერალი დააკავეს
02/09/2024 13:10:19 მსოფლიო
რუსეთში დააკავეს ლენინგრადის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე ლოგისტიკის საკითხებში, გენერალ-მაიორი ვალერი მუმინჯანოვი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის მიღების საქმეზე.
გამოძიების ვერსიით, მუმინჯანოვმა, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მომარაგების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, 1.5 მილიარდი რუბლის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა, რისთვისაც 20 მილიონი რუბლის ოდენობის ქრთამი აიღო.
ის უკვე მეექვსე დაკავებული გენერალია რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის სერგეი შოიგუს გუნდიდან.