Accentnews.ge
რუმინეთში უკრაინისთვის Patriot-ის მიწოდებაზე მსჯელობენ

რუმინეთში უკრაინისთვის Patriot-ის მიწოდებაზე მსჯელობენ

02/09/2024 13:16:16 მსოფლიო

რუმინეთის კოალიციურმა მთავრობამ 2 სექტემბერს პარლამენტს საბოლოო დამტკიცებისთვის გაუგზავნა კანონპროექტი, რომელიც შესაძლებელს ხდის უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას.

ბუქარესტმა ივნისში გამოაცხადა, რომ თავისი ორი მოქმედი Patriot-ის სისტემიდან ერთს უკრაინას გადასცემდა, იმ პირობით, რომ მოკავშირეები მას ჩაანაცვლებდნენ საჰაერო დაცვის მსგავსი სისტემით.

რუმინეთს უკრაინასთან 650-კილომეტრიანი საზღვარი აქვს. რუსეთის დრონების ნამსხვრევები ხშირად ცვივა რუმინეთის ტერიტორიაზე, მოსკოვის მხრიდან უკრაინის პორტებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S