Accentnews.ge
ბაიდენი: მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ნეთანიაჰუ საკმარისს არ აკეთებს

ბაიდენი: მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ნეთანიაჰუ საკმარისს არ აკეთებს

02/09/2024 16:01:22 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საკმარისს არ აკეთებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ საბოლოო შეთანხმების წარდგენასთან ახლოს არის.

„ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვას, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ისრაელის პრემიერ-მინისტრი საკმარისს აკეთებს თუ არა, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ არა.

დღეს ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის მოლაპარაკებების გუნდს ხვდებიან.

ისრაელში მასშტაბური აქცია გაიმართა რაფაში ექვსი მოკლული მძევლის ცხედრის პოვნის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S