Accentnews.ge
ზელენსკი: კურსკის რეგიონში ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

ზელენსკი: კურსკის რეგიონში ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

02/09/2024 16:05:50 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტისას თქვა, რომ რუსეთის კურსკის რეგიონში ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

"კურსკის ოპერაცია ასრულებს თავის ამოცანებს და ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით. რაც შეეხება პოკროვსკის და ტორეცკის მიმართულებით არსებულ სირთულეებს, მიგვაჩნია, რომ კურსკის ოპერაციამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამაზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული ძალები რუსეთის კურსკის რეგიონში 6 აგვისტოს შევიდნენ და მას შემდეგ ატარებენ ოპერაციას რუსეთის ტერიტორიაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S