Accentnews.ge
მდინარაძე: „ამნისტიის კანონის“ ძალაში შესვლისთანავე საპატიმროს 1000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს, 5 000-ზე მეტი - ეტაპობრივად

მდინარაძე: „ამნისტიის კანონის“ ძალაში შესვლისთანავე საპატიმროს 1000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს, 5 000-ზე მეტი - ეტაპობრივად

02/09/2024 18:15:10 პოლიტიკა, საზოგადოება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, „ამნისტიის კანონის“ ძალაში შესვლისთანავე 1000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000-ზე მეტი - ეტაპობრივად.

როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, კანონი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით ჯამში 6 000-მდე პატიმარს შეეხება და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია.

"ხვალ და მომდევნო დღეებში ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, შეეხება სხვადასხვა დროს და ფორმით 6 000-მდე პატიმარს, აქედან 1 000-ზე მეტი ამნისტიის კანონის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000-ზე მეტი დატოვებს ეტაპობრივად, სხვადასხვა დროს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია და, მიუხედავად ბევრი სპეკულაციებისა, ჩვენ კარგ საქმეს ვაკეთებთ და ადამიანებს მიეცემათ საშუალება რესოციალიზაციის, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გათვალისწინებული“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, მიმდინარე კვირაში პარლამენტში "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონზე იმსჯელებენ, ხოლო მომდევნო სასესიო კვირას მიიღებენ საკანონმდებლო პაკეტს "ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ", რომელიც 19 კანონისგან იქნება წარმოდგენილი.

ამასთან, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ისაუბრეს არჩევნებთან დაკავშირებითაც. მდინარაძის გაცხადებით, "ქართული ოცნება" მაქსიმალურად შეეცდება ოქტომბრის არჩევნებში მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S