Accentnews.ge
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ თავისი სიმძლავრის ნახევარი დახურა დრონებით თავდასხმის შემდეგ

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ თავისი სიმძლავრის ნახევარი დახურა დრონებით თავდასხმის შემდეგ

02/09/2024 19:21:38 მსოფლიო

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ თავისი სიმძლავრის დაახლოებით ნახევარი გააჩერა კვირას უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო, იტყობინება Reuters სამ ინდუსტრიულ წყაროზე დაყრდნობით.

"გაზპრომ ნეფტის" საკუთრებაში არსებული ქარხანა, რომელიც მოსკოვისთვის ბენსინის და რუსეთის დედაქალაქის აეროპორტებისთვის ნავთის უმსხვილესი მიმწოდებელია, იძულებული გახდა, შეეჩერებინა ნავთობის კომბინირებული გადამამუშავებელი დანადგარი, აცხადებენ სააგენტოს წყაროები.

მათივე თქმით, ხანძარი გაჩნდა ინსტალაციაზე, რომლის სიმძლავრეა წელიწადში 6 მილიონი ტონა ნავთობი და ერთ-ერთი მილსადენი დაზიანდა მას შემდეგ, რაც 1 სექტემბერს, დილით, აღჭურვილობაზე დრონი დაეცა.

ბლოკის შეკეთებას დაახლოებით 5-6 დღე დასჭირდება და ქარხანა მის განახლებას ამ კვირის ბოლომდე გეგმავს, ირწმუნებიან Reuters-ის წყაროები. თუმცა რემონტის დროს ქარხანა საგრძნობლად შეამცირებს როგორც საავტომობილო ბენზინის, ასევე დიზელის საწვავის წარმოებას და რეალიზაციას.

გასულ წელს მოსკოვის გადამამუშავებელმა ქარხანამ გადაამუშავა 11,6 მილიონი ტონა ნავთობი და გამოუშვა 2,6 მილიონი ტონა ბენზინი, 3,3 მილიონი ტონა დიზელის საწვავი და 0,9 მილიონი ტონა თვითმფრინავის საწვავი.

უპილოტო დრონებით შეტევა, რომელმაც დააზიანა ქარხანა, ყველაზე მასშტაბური იყო ომის დაწყების შემდეგ, - იტყობინებოდა კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. რუსული უწყების ცნობით, თავდასხმა მოიცავდა ქვეყნის 15 რეგიონს და მონაწილეობდა 158-ზე მეტ უპილოტო საფრენი აპარატი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S