Accentnews.ge
დიდი ბრიტანეთი ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას ნაწილობრივ შეაჩერებს

დიდი ბრიტანეთი ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას ნაწილობრივ შეაჩერებს

02/09/2024 19:34:31 მსოფლიო

ბრიტანეთი ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის ნებართვების ნაწილს შეაჩერებს,- ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ განაცხადა.

განიმარტა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვეტილება საექსპორტო ლიცენზიების შემოწმების შემდეგ მიიღო, რომელმაც გამოავლინა იარაღის საერთაშორისო ნორმების დარღვევით შესაძლო გამოყენების საფრთხე.

„ასეთი კონფლიქტის წინაშე მთავრობა ვალდებულია, გადახედოს ბრიტანულ საექსპორტო ლიცენზიებს. ეს არ არის სრული აკრძალვა, ეს არ არის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება“, – ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან დააზუსტა, რომ გადაწყვეტილება 350-დან დაახლოებით 30 ლიცენზიას შეეხება.

ბრიტანეთი პირდაპირი წესით არ აწვდის იარაღს ისრაელს, მაგრამ ბრიტანულ კომპანიებზე საექსპორტო ლიცენზიებს გასცემს, რათა მათ შეძლონ ისრაელისთვის იარაღის გადაცემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S