Accentnews.ge
რუსებმა დნიპრო და ზაპოროჟიე დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსებმა დნიპრო და ზაპოროჟიე დაბომბეს, არის მსხვერპლი

03/09/2024 05:57:31 მსოფლიო

ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფედოროვის ინფორმაციით, ოლქის ცენტზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - 38 წლის ქალი და 8 წლის ბიჭი. კიდევ სამი ადამიანია დაშავებული. მათგან ერთი - 12 წლის გოგო რეანიმაციაში იმყოფება.

ფედოროვის ამბობს, რომ ნაწილობრივ დანგრეულია მრავალსართულიანი შენობა, .

მისივე ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა 313 დარტყმა განახორციელეს ზაპოროჟიეს 11 დასახლებულ პუნქტზე, საოლქო ადმინისტრაციაში 38 შეტყობინება შევიდა სახლებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ნგრევაზე. ზაპოროჟიეს ოლქზე გადის ფრონტის ხაზი, რომლის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ასევე დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი იტყობინება, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 51 წლის კაცი. კიდეც 6 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი საავადმყოფოში რჩება. ლისაკი დაუკონკრეტებლად წერს დაზიანებულ შენობებზეც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S