Accentnews.ge
ჩინეთში სკოლის ავტობუსი ხალხის მასაში შევარდა, არის მსხვერპლი

ჩინეთში სკოლის ავტობუსი ხალხის მასაში შევარდა, არის მსხვერპლი

03/09/2024 06:16:01 მსოფლიო

ჩინეთში, შანდონგის პროვინციაში სკოლის ავტობუსი ხალხის მასაში შევარდა,- იტყობინება BBC.

დაღუპულია სულ მცირე, 11 ადამიანი, დაშავდა კიდევ 12, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსი მოსწავლეებსა და მშობლებს დაეჯახა, როდესაც ისინი ქალაქ ტაიანში, სკოლის კარიბჭესთან იდგნენ.

ცნობილია, რომ დაღუპულებს შორის 5 მოსწავლეა და 6 მშობელი.

სახელმწიფო მედიის ცნობით, მძღოლმა "კონტროლი დაკარგა".

პოლიცია იძიებს მომხდარის მიზეზებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S