Accentnews.ge
უკრაინა: რუსეთის მიერ გაშვებული 35 დრონიდან 27 ჩამოვაგდეთ

უკრაინა: რუსეთის მიერ გაშვებული 35 დრონიდან 27 ჩამოვაგდეთ

03/09/2024 06:21:06 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 3 სექტემბრის ღამეს რუსებმა უკრაინას 3" ისკანდერ-მ/კნ-23-ის" ტიპის ბალისტიკური რაკეტით, მართვადი რაკეტა X-59/69-ითა და 35 "შაჰიდის" ტიპის დრონით შეუტიეს.

უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ ჩამოაგდეს 27 დრონი, 6 დაიკარგა, "არანაირი ინფორმაცია ზარალისა და მსხვერპლის შესახებ არ ყოფილა", ორი დრონი კი გაფრინდა რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის რეგიონისა და ოკუპირებული დონეცკის რეგიონის მიმართულებით.

საჰაერო თავდაცვა მუშაობდა კიევის, ოდესის, ხარკოვის, ნიკოლაევის, ხერსონის, პოლტავას, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებში.

რუსებმა წუხელ ხაპოროჟიე და დნეპროპეტროვსკიც დაბომბეს.

ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფედოროვის ინფორმაციით, ოლქის ცენტზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - 38 წლის ქალი და 8 წლის ბიჭი. კიდევ სამი ადამიანია დაშავებული. მათგან ერთი - 12 წლის გოგო რეანიმაციაში იმყოფება.

ფედოროვის ამბობს, რომ ნაწილობრივ დანგრეულია მრავალსართულიანი შენობა.

მისივე ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა 313 დარტყმა განახორციელეს ზაპოროჟიეს 11 დასახლებულ პუნქტზე, საოლქო ადმინისტრაციაში 38 შეტყობინება შევიდა სახლებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ნგრევაზე. ზაპოროჟიეს ოლქზე გადის ფრონტის ხაზი, რომლის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ასევე დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი იტყობინება, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 51 წლის კაცი. კიდეც 6 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი საავადმყოფოში რჩება. ლისაკი დაუკონკრეტებლად წერს დაზიანებულ შენობებზეც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S