გვარამია: მხარს დავუჭერ კონსტიტუციურ ცვლილებას, რომ ხელისუფლება არ უთვალთვალებდეს ეკლესიას

03-09-2024 10:25:07 პოლიტიკა ,ციტატა

"მე, მაგალითად, მხარს დავუჭერ კონსტიტუციურ ცვლილებას, რომ ხელისუფლება არ უსმენდეს, უთვალთვალებდეს და ვიდეოზე არ წერდეს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს, რაც მერე სუსის კრებსებში აისახება და საზოგადოების სამსჯავროზე გამოდის. ასევე, მოსასმენებს არ აყენებდეს აღსარების ადგილას ან პირადი ცხოვრების შანტაჟის სანაცვლოდ, თავად მღვდლებს არ აწერინებდეს აღსარებებს სუსისთვის გადასაცემად, რაც ასევე კრებსების სახით ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

ჯერ ამაზე ვილაპარაკოთ, ქოცებო. დანარჩენი მერე მიმოვიხილოთ, თუ საკმარისი დრო დაგრჩებათ (26 ოქტომბრამდე)",- წერს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები