Accentnews.ge
ისრაელმა "ჰამასის" მიერ რამდენიმე დღის წინ დახოცილი მძევლების ცხედრები რაფაში იპოვა

ისრაელმა "ჰამასის" მიერ რამდენიმე დღის წინ დახოცილი მძევლების ცხედრები რაფაში იპოვა

03/09/2024 06:51:10 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ 7 ოქტომბერს "ჰამასის" მიერ გატაცებული მძევლების ცხედრები ღაზას სამხრეთით, რაფაში მდებარე გვირაბში, მათი მკვლელობიდან მალევე იპოვეს.

მძევლები იყვნენ 23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი, 24 წლის ედენ იერუშალმი, 25 წლის ორი დანინო, 32 წლის ალექსი ლობანოვი, 40 წლის კარმელ გათი და 27 წლის ალმოგ სარუსი.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ აბუ კაბირის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ცხედრებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდათ.

ექსპერტიზის დასკვნით, მძევლები გაკვეთამდე 48-დან 72 საათით ადრე დახოცეს - ხუთშაბათიდან პარასკევის დილამდე.

"პირველადი შეფასებით, ისინი სასტიკად მოკლეს "ჰამასის" ტერორისტებმა, სანამ ჩვენ მათთან მივაღწევდით",- თქვა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ,"მათი ცხედრები იპოვეს რაფაში ბრძოლის დროს, გვირაბში, იმ გვირაბიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით, სადაც რამდენიმე დღის წინ გადავარჩინეთ ფარჰან ალ-კადი."

ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნეს, რომ არ ჰქონდათ მძევლების ზუსტი ადგილმდებარეობა, მაგრამ ჰქონდა მინიშნებები ზოგადი ტერიტორიის შესახებ, ამიტომ, ფრთხილად მოქმედებდნენ ამ ტერიტორიაზე.

ამ მოვლენამ გამოიწვია პროტესტი მთელ ისრაელში, ახალი საზოგადოებრივი აღშფოთება მიმართულია ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი კაბინეტის წინააღმდეგ, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეთანხმება მძევლების გასათავისუფლებლად. ისრაელის უდიდესმა პროფკავშირმა ასევე გააჟღერა მოწოდება ორშაბათიდან დაიწყოს გაფიცვები.

ექვსიდან სამი პირი, რომელთა ცხედრებიც იპოვეს, მოსალოდნელი იყო, რომ გათავისუფლდებოდა ცეცხლის შეწყვეტის საბოლოო შეთანხმების პირველ ეტაპზე - განუცხადა CNN-ს ისრაელის ორმა ოფიციალურმა პირმა.

ოფიციალური პირების თქმით, ჰერშ გოლდბერგ-პოლინი, ედენ იერუშალმი და კარმელ გატი განთავისუფლდნენ, როგორც "ჰუმანიტარული კატეგორიის" ნაწილი, ივლისის დასაწყისში ისრაელისა და "ჰამასის" მიერ შეთანხმებული ჩარჩოს საფუძველზე.

"ჩვენმა პრემიერმა ეს გადადო. ძალიან გვიანია ექვსი მოკლულისთვის, მაგრამ დროა, მივაღწიოთ შეთანხმებას", - ამბობს ოფიციალური პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S