Accentnews.ge
ენმ-ის ოფისზე თავდასხმის შესახებ იუწყებიან

ენმ-ის ოფისზე თავდასხმის შესახებ იუწყებიან

03/09/2024 09:13:38 პოლიტიკა, სამართალი

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მათი პარტიის ოფისზე თავდასხმა იყო. ოფისი წინასაარჩევნოდ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა.

ანა წითლიძე ამბობს, რომ შტაბში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მუქარითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით "მივარდნენ".

წითლიძის ცნობით, ერთი- ერთი მათგანი იყო "ოცნების" აქტივისტი მამუკა ქორთუშვილი, ასევე ოთარ კოდუა, "ოცნების" დელეგატის დავით კოდუას მამა, რომელიც წითლიძისვე ინფორმაციით, ოფისში მყოფ პირს დაემუქრა- "დაგკუწავ და ენას ამოგაძრობო".

"ქართული ოცნების" დელეგატი დათო კოდუა მამამისს ოთარ კოდუას ავალებს, რომ "ერთიანობის" ოფისში შევარდეს ხელჯოხებით, დაემუქროს იქ მყოფ ახალგაზრდა გოგოებს, რომ მათ აკუწავს და ენებს ამოაცლის",- თქვა წითლიძემ და განაგრძო, "თქვენი ისტერია მხოლოდ იმას მოწმობს, რომ იცით, პირწმინდად გაქვთ წაგებული 26 ოქტომბერს დარჩელიც,ზუგდიდიც და სრულიად საქართველოც. ვერცერთი ასეთი მუქარით თქვენ ვერ დააშინებთ ჩვენი შტაბის ვერცერთ წევრს, ვერც დარჩელს, ვერც ზუგდიდს და ვერც საქართველოს და 26 ოქტომბერს დარჩელიც, ზუგდიდიც და მთელი საქართველო დაასრულებს სიღარიბეს და იზოლაციას და აირჩევსკეთილდღეობას".

ბრალდების ადრესატებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S