
ნეთანიაჰუ იმეორებს, რომ მშვიდობა მხოლოდ "ჰამასის" დამარცხების შემდეგაა შესაძლებელი
03/09/2024 09:20:51 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ვერ შეძლო ექვსი მძევლის სიცოცხლის გადარჩენა - მათი ცხედრები ღაზაში იპოვეს.
„ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ ვერ დავაბრუნე ისინი ცოცხლად. ჩვენ ამასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ შევძელით. "ჰამასს" ეს ძალიან ძვირი დაუჯდება“, - თქვა მან.
მანვე განაცხადა, რომ ისრაელის არმიამ კონტროლი უნდა შეინარჩუნოს ფილადერფიის დერეფანზე ევგიპტესა და ღაზის სექტორს საზღვარს შორის. საზღვრის ეს მონაკვეთი გახდა მთავარი დაბრკოლება ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში.
მისი თქმით, მშვიდობა მხოლოდ ჰამასის დამარცხების შემდეგაა შესაძლებელი
"ჰამასის" შეიარაღებული ფრთის - ალ-ქასამის ბრიგადების სპიკერმა აბუ უბაიდამ განაცხადა, რომ დაჯგუფებამ ინსტრუქციები განაახლა მძევლების მოდარაჯეებისთვის მათთდამი მოპყრობაზე, თუ ღაზაში მათ პოზიციებს ისრაელის ძალები მიუახლოვდნენ.
მან ინსტრუქციების დეტალური შინაარსი არ განმარტა, თუმცა მიანიშნა, რომ მძევლებს დახოცავენ, თუ მათ ისრაელის სამხედროები მიუახლოვდებიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ ახლოსაა საბოლოო წინადადების წარდგენასთან იმ შეთანხმებისთვის, რომლითაც უნდა გათავისუფლდნენ "ჰამასის" მიერ ღაზაში მძევლად აყვანილი პირები - თუმცა, ბაიდენის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საკარისს არ აკეთებს ამ შეთანხმების მისაღწევად.
გასულ შაბათ-კვირას ისრაელის ძალებმა ღაზის ერთ-ერთ გვირებში მიაგნეს ექვსი მძევლის - მათ შორის 23 წლის ამერიკელი ისრაელელის, ჰერში გოლდბერგ-პოლინის - ცხედრებს. ისრაელის არმიის განცხადებით, მძევლები მათ პოვნამდე ცოტა ხნის წინ დახოცეს.
კითხვას, გეგმავს თუ არა ამ კვირაში წარუდგინოს მძევლების შესახებ საბოლოო შეთანხმება ორივე მხარეს, ბაიდენმა უპასუხა - "ამასთან ძალიან ახლოს ვართ".