Accentnews.ge
პუტინის ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების განვითარებაში ჩართული კიდევ ერთი მეცნიერი დააპატიმრეს ღალატის ბრალდებით

პუტინის ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების განვითარებაში ჩართული კიდევ ერთი მეცნიერი დააპატიმრეს ღალატის ბრალდებით

03/09/2024 11:54:53 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების ძალები აგრძელებენ ფიზიკოსების "წმენდას", რომლებიც მონაწილეობდნენ ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების განვითარებასა და კვლევაში,- იტყობინება რუსული ოპოზიციური მედია.

სამშაბათს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტის დირექტორს ალექსანდრე შიპლიუკს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში.

"ინტერფაქსის" ცნობით, 57 წლის შიპლიუკი, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აწარმოებდა ჰიპერბგერით რაკეტებს, დამნაშავედ ცნეს ღალატში.

Reuters-ის ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა მეცნიერი 2017 წელს სამეცნიერო კონფერენციაზე ჩინეთში საიდუმლო მონაცემების გადაცემაში დაადანაშაულეს. მეცნიერის ვაჟმა მიხაილ შიპლიუკმა BBC-ს განუცხადა, რომ მამამისი დანაშაულს არ აღიარებს. ”ისინი ადვოკატთან ერთად ბოლომდე იბრძოდნენ,” - თქვა მან. პროკურატურამ სასამართლოს ფიზიკოსისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მოსთხოვა.

შიპლიუკი გახდა ხსენებული ტექნოლოგიების განვითარებაში ჩართული მეოთხე მეცნიერი, რომელიც ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S