Accentnews.ge
სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა

სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა

03/09/2024 12:34:24 საზოგადოება

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დღევანდელი შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა.

"ძვირფასო მგზავრებო, მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა.

საქართველოს რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის",- ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ორივე მათგანი საქართველოს რკინიგზის თანამშრომელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S