პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა
29/01/2020 07:30:38 საზოგადოება
საკანონმდებლო ორგანოში, „ნაციონალური მოძრაობის” წევრს თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ბრიფინგის გამართვა სურდათ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ისინი პარლამენტში არ შეუშვა. ისინი ითხოვდნენ, რომ საშუალება მიეცათ მათთვის პარლამენტში ესაუბრათ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე და იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც პროკურატურამ მიიღო.
ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
ცნობისთვის: პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყებან სამართალდამცველთა მხრიდან კანონდარღვევა არ დაადგინა.


