03-09-2024 19:54:58 პოლიტიკა ,ციტატა
"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ კეთილდღეობას ევროპაში, აირჩევენ ევროპულ პენსიებს ნაცვლად იმ მძიმე მდგომარეობისა, როდესაც პენსიონერთა უმრავლესობას აქვს საბანკო კაბალური სესხები, როდესაც საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე 4-ჯერ მეტს იხდის ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ჩვენი მშობლების თაობა, ამიტომ, ჩვენ გავანულებთ საპენსიო სესხებს და ასევე გავზრდით პენსიებს. პენსიონერებისთვის ვიმუშავებთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან იმისთვის, რომ პენსია მინიმუმ 1000 ლარს შეადგენდეს.
რა გვინდა? გვინდა კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში. გვინდა ევროპული ინვესტიციები, ამერიკული ინვესტიციები, ევროპული ხელფასები და მდგომარეობა, როდესაც თითქმის 500 ათასი საქართველოს მოქალაქე პრაქტიკულად უმუშევარია, იმიტომ რომ შეუძლებელია ვთქვათ, რომ ადამიანი არის დასაქმებული, როდესაც შემოსავალი 300 ლარსაც კი არ აღემატება",- ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.