ყაბარდო-ბალყარეთში ნაწლავურმა ინფექციამ იფეთქა, დახმარება 200-ზე მეტმა ადამიანმა ითხოვა

03-09-2024 20:29:45 კავკასია

ბაქსანში მწვავე ნაწლავური ინფექციის აფეთქება დაფიქსირდა, - იტყობინება ყაბარდო-ბალყარეთის ჯანდაცვის სამინისტრო.

70 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ჰოსპიტალიზებული პირების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ვარაუდობენ, რომ მიზეზი შესაძლოა, ონკანის წყლით მოწამვლა გამხდარიყო. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მომხმარებელთა უსაფრთხოების მოთხოვნების შეუსაბამო მომსახურების გაწევის ფაქტზე. გამომძიებლები მომხდარის გარემოებებს არკვევენ, აიღეს წყლის სინჯები, დაზარალებულები გამოკითხულნი არიან.

პროკურატურის ცნობით, სამედიცინო დახმარება სულ 212-მა ადამიანმა ითხოვა. ჰოსპიტალიზებულთა შორის 56 ბავშვია. ინციდენტის შედეგად ორმა სკოლამ და ამდენივე საბავშვო ბაღმა, ასევე ერთმა კოლეჯმა დროებით შეწყვიტა მუშაობა.

მოსახლეობას ურჩიეს, არ დალიონ ონკანის წყალი და არც ადუღონ დალევამდე. ყაბარდო-ბალყარეთის როსპოტრებნადზორმა დაიწყო სანიტარული და ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა ინფექციის წყაროს დასადგენად.

მანამდე ინფექციის მსგავსი აფეთქება დაღესტანშიც დაფიქსირდა. ივნისში ბუინაქსკის 270 მცხოვრები სასმელმა წყალმა მოიწამლა. საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიება დაიწყო, ამავდროულად, რეგიონის ხელმძღვანელმა სერგეი მელიკოვმა მომხდარი თავად დაღესტნელებს დააბრალა და აღნიშნა, რომ „ინდივიდუალური საცხოვრებელი კორპუსების მფლობელები“ ​​თავად ყრიან ნარჩენებს რეზერვუარებში, რომლებიც წყალმომარაგების წყაროა სხვა ადამიანებისთვის".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები