Accentnews.ge
ზელენსკი: უკრაინა რუსეთის ტერიტორიების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებას აპირებს

ზელენსკი: უკრაინა რუსეთის ტერიტორიების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებას აპირებს

03/09/2024 19:54:16 მსოფლიო

უკრაინა განუსაზღვრელი ვადით დაიკავებს რუსეთის კურსკის ტერიტორიებს, რათა აიძულოს ვლადიმირ პუტინი, სწრაფად მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-ის ეთერში განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთის ტერიტორიების შენარჩუნება ომის დასრულების გეგმის განუყოფელი ნაწილია. კიევი მალე წარუდგენს ამ გეგმას თავის მოკავშირეებს, მათ შორის ვაშინგტონს.

„ამჟამად ეს ჩვენ გვჭირდება (კურსკის რეგიონის ტერიტორია),- დასძინა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა უკრაინა კიდევ უფრო მეტი რუსული მიწების დაკავებას.

"უკაცრავად, მე არ შემიძლია ამაზე საუბარი",- თქვა პრეზიდენტმა, თუმცა აღნიშნა, რომ "ეს ჩვენი კურსკის ოპერაციის დასაწყისია“.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ წარმატება მოულოდნელობაშია.

უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომლებმაც 6 აგვისტოს მოულოდნელი და სწრაფი შეტევა წამოიწყეს კურსკის რეგიონში, ამჟამად აკონტროლებენ რეგიონის ტერიტორიის დაახლოებით 1300 კვადრატულ კილომეტრს და 100 დასახლებას. 29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ქვაბი ჩაკეტეს, რომელშიც დაახლოებით 3 ათასი რუსი ჯარისკაცი აღმოჩნდა.

სამხედრო ანალიტიკოსის იან მატვეევის თქმით, კურსკის რეგიონის სრული თავდაცვისთვის და დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაახლოებით 50 ათასი სამხედრო მოსამსახურე სჭირდება. თუმცა კრემლი კონცენტრირებულია დონბასში შეტევაზე. წვევამდელები გაიგზავნება კურსკის რეგიონში, განუცხადეს ადრე Bloomberg-ს კრემლთან დაახლოებულმა წყაროებმა. "მედუზას" რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული თანამოსაუბრეები ეუბნებიან, რომ კურსკის მახლობლად ბრძოლები გაგრძელდება "რამდენიმე თვის განმავლობაში" და ეს "ოპტიმისტური შეფასებაა".

უკრაინის არმიის შეჭრამ კურსკის რეგიონში მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთის მოქალაქეების შეშფოთება ახალი მობილიზაციის თაობაზე. "ლევადა ცენტრის" მონაცემებით, აგვისტოში რუსების 46%-ს ეშინოდა, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა, კვლავ გამოაცხადოს მასობრივი გაწვევა ომისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S