Accentnews.ge
ბორჯომის ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო

ბორჯომის ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო

04/09/2024 06:21:16 საზოგადოება

ბორჯომის ტყეში, ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,

მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.

„ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150 მეხანძრე-მაშველი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები არიან ჩართულნი. საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სხვა ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერებიც შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით ჩაერთვებიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სპეციალური საველე შტაბი მოეწყო, საიდანაც ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია მიმდინარეობს. ხანძრის მონიტორინგი კი დრონების საშუალებით ხორციელდება,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბორჯომში, ტყის მასივს ცეცხლი გუშინ გაუჩნდა.

ხანძარი გუშინ ახალდაბის მიმდებარედ, ნეძვის ტერიტორიაზე, შუალოს მთასთან გაჩნდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი აცხადებდა, რომ ცეცხლი დაახლოებით 1 ჰექტარ ფართობს ეკიდა და რომ ხანძრის ტერიტორია მიუვალია.

"ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც მაქვს, ღია ცეცხლია... მიუვალი ტერიტორიაა... ხვალ დილით გვეცოდინება უკვე დამატებითი ინფორმაცია. საჭირო გახდება ვერტმფრენების ჩართვა. მუნიციპალური ტექნიკა შეყვანილი გვყავს, სამაშველო სამსახური ადგილზეა... ველოდებით ხილვადობას, რომ ვერტმფრენებმა დაიწყონ მუშაობა. დაახლოებით 1 ჰექტარ ფართობზეა ხანძარი. დასახლებული პუნქტიდან შორსაა," - აცხადებდა არბოშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S