04-09-2024 12:14:09 პოლიტიკა ,ციტატა
„კოშმარი“ აგენტების ტერმინია, უცხოელი აგენტების ტერმინი და სწორედ აგენტები იყენებენ ამ ტერმინს „ქართული ოცნების“ მიმართ. არ ვურჩევდი სალომე ზურაბიშვილს, რომ მომავალში ზუსტად იმ იდენტური ტერმინებით ისაუბროს, როგორც სხვა აგენტები საუბრობენ, ამით ის საკუთარ როლს დამატებით შიფრავს. თქვენ იცით, ვინ იყენებს ამ ტერმინებს - კონკრეტული უცხოელები, თავადაც აგენტები იყენებდნენ ამ ტერმინს - კოშმარს, ახლა იგივე სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" აღარ არის ოცნება და რომ ის "კოშმარად" იქცა.