04-09-2024 13:24:31 პოლიტიკა ,ციტატა
„IFEED- ს ჩვენ იქით უნდა დავაკვირდეთ, რაღაც სიგიჟეები არ გააკეთოს კიდევ ერთხელ და ხალხი არ მოატყუოს, როგორც 2020 წელს მოატყუეს. მსოფლიოში უპრეცედენტო საქციელი ჩაიდინეს, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
„სამართლიანმა არჩევნებმა" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალურ წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 1 ივნისიდან 27 აგვისტომდე პერიოდს ნოიცავს.
ანგარიშშია ნათქვამია, რომ ამ პერიოდში 16-მა პოლიტიკურმა პარტიამ 7 395 731 ლარის შემოწირულება მიიღო, რომლის 84%-ზე მეტი "ოცნების"შემოწირულებებზე მოდიოდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაკვირვების პერიოდში, „სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებმა ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვის 5 ფაქტი გამოავლინეს, რომელთაგან 3 მმართველ პარტიას, ხოლო 2 ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებას უკავშირდება.
„2024 წლის 1 ივნისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით 16-მა პოლიტიკურმა პარტიამ 7 395 731 ლარის შემოწირულება მიიღო, რომლის 84%-ზე მეტი მმართველი პარტიის შემოწირულებებზე მოდიოდა.
ამასთან, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მოახლოებასთან ერთად, ტრადიციულად გახშირდა მმართველი პარტიის მიერ მასშტაბური სახელმწიფო პროექტების ინიციირება. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება, მსგავსი ინიციატივების/პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს და შლის ზღვარს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის”, - აღნიშნულია ანგარიშში.