
"სერგეი ლავროვის და რუსეთის დელეგაციის აქ შემოშვებას არავინ აპირებს"
29/01/2020 08:38:33 ციტატა
"შემიძლია, გავაფრთხილო საქართველოს ხელისუფლება, მოეგონ გონს! ნუ დაუშვებენ „მეორე გავრილოვს", იმიტომ, რომ სერგეი ლავროვის და რუსეთის დელეგაციის აქ შემოშვებას არავინ აპირებს. ეს არის ღირსების საკითხი და ჩვენი ზომებიც გადის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ზღვარზე".
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტერიალზე, რომელიც მაისში, თბილისში გაიმართება.