04-09-2024 18:00:42 პოლიტიკა ,ეკონომიკა
საქართველომ, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა და რუმინეთმა ბუქარესტში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრო კაბელის გაყვანას შავ ზღვაში.
ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. ერთობლივი საწარმოს ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ოთხი ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორებმა. ქართული მხრიდან დოკუმენტს ხელს აწერს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი.
კომპანია ბაზირებული იქნება რუმინეთში. 1200 კილომეტრის სიგრძის ელექტრო კაბელი საქართველოსა და რუმინეთს დააკავშირებს და ექსპლუატაციაში 2030 წელს შევა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ელექტროენერგიის მიწოდება აზერბაიჯანიდან და საქართველოდან რუმინეთში, შემდეგ უნგრეთსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ამ პროექტს ნამდვილად შეუძლია წვლილის შეტანა ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში.
მ ინფრასტრუქტურულ განვითარებას აქვს საკვანძო მნიშვნელობა ბაზრების გასახსნელად და ნამდვილად კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ბაზრების შესაქმნელად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გარდა ამისა, ბუქარესტში გამართული მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მინისტრებმა და ევროკომისიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომელიც ცვლის „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება"-ს.