აზერბაიჯანში დაბრუნებულ მოქალაქეებს ავტომანქანებს სჩუქნიან

29-01-2020 13:21:54 კავკასია

ევროპიდან სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნებულ აზერბაიჯანელებს ავტომობილებით ახალისებენ. ეს მათ პირველ ხანებში ტაქსის მძღოლებად მუშაობის დაწყების შესაძლებლობას მისცემთ. შესაბამისი სახსრებით აზერბაიჯანს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (МОМ) დაეხმარა. მთლიანობაში, 2019 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში ნებაყოფლობით 831 მოქალაქე დაბრუნდა, უმთავრესად – გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან.

ცნობისთვის: ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშემწყობ პროგრამას МОМ რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები