04-09-2024 22:09:28 მსოფლიო
აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ქალაქ უინდერში, უცნობმა პირმა სკოლაში ცეცხლი გახსნა. არის მსხვერპლი.
მედიის ცნობით, სულ მცირე, ოთხი დაიღუპა და მინიმუმ 30 დაშავდა.
მსროლელი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, ის მოზარდია, თუმცა ჯერ არ დაზუსტებულა, არის თუ არა მისი სამიზნე სკოლის მოსწავლე.
ქალაქმა უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მიიღო და სკოლის შენობის პერიმეტრი ჩაკეტილია. მოსწავლეები სახლში გაუშვეს.