ლაშა ბაქრაძე ბოდიშს იხდის

04-09-2024 22:58:42

თუ ჩემი ნათქვამი არასწორად აღიქვა ვინმემ ან ისე გაიგო, როგორც არ მიგულისხმია - ბოდიშს ვიხდი, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ბაქრაძე სოციალურ ქსელში წერს მის გამონათქვამთან - “ნახმარი სახეები“ დაკავშირებით.

„არასწორი სიტყვა გამოვიყენე და, როგორც ჩანს, უკეთ უნდა ამეხსნა კონტექსტი”, - წერს ბაქრაძე.

ლაშა ბაქრაძემ 3 სექტემბერს პარტიულ ღონისძიებაზე თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარეს ნათელი სახეებია, მმართველ გუნდს კი “ნახმარი სახეები” ჰყავს.

„არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს, როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენ გვერდით. დღეს თქვენ დაინახეთ ქალბატონი თინა, თამარი, სოფო. აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიშით და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.

ბაქრაძის სიტყვებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, პოლიტიკურ წრეებში.

მოგვიანებით მან განმარტა, რომ გულისხმობდა "უინტერესოს, უღიმღამოს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები