აშშ-მა რუსი პროპაგანდისტები დაასანქცირა

04-09-2024 23:03:19 მსოფლიო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსი პროპაგანდისტები დაასანქცირა.

როგორც გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი საუბრობს, სანქცირებულთა შორის არიან Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, ასევე მისი მოადგილეები - ელიზავეტა ბროდსკა და ანტონ ანისიმოვი, ინგლისურენოვანი მაუწყებლობის დირექტორის მოადგილე ანდრეი კიაშკო, ციფრული მედიის პროექტების ხელმძღვანელი კოსტიანტინ კალაშნიკოვი და მისი ხელქვეითი ოლენა აფანასიევა.

განიმარტა, რომ ტელევიზიის თანამშრომლებმა და მენეჯმენტმა დაიქირავეს ხალხი და აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინ ცრუ პროპაგანდით ცდილობდნენ მოსახლეობის აზრის შეცვლას და გავლენების მოპოვებას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები