ბელარუსი ამცხადებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურა, თუმცა კუთვნილებას არ აზუსტებს

05-09-2024 12:25:56 ევროპა ,მსოფლიო

მინსკი აცხადებს, რომ მის ბელარუსის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატები აღმოაჩინა და გაანადგურა. მანამდე ინფორმაცია მონიტორინგის ჯგუფმა Беларускі Гаюн-მა გაავრცელა.

„5 სექტემბერს ღამით დაფიქსირდა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტი საჰაერო სივრცეში, სავარაუდოდ უპილოტო საფრენი აპარატების მიერ “ - ნათქვამია ბელარუსის საჰაერო თავდაცვის ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის განცხადებაში.

სახელმწიფო სააგენტო "ბელტას" ობიექტების განადგურების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს უწყებაში. თუმცა ცნობაში არაა დაზუსტებული, ვისი უპოლოტო საფრენი აპარატების განადგურებაზეა საუბარი.

მონიტორინგის ჯგუფი მიუთითებს რუსულ უპილოტო საფრენ აპარატებზე. პროექტის თანახმად "შაჰედის" ტიპის დრონები ქალაქ გომელთან ახლოს ავიაგამანადგურებლებმა ჩამოაგდეს. ზოგი წყაროს ცნობით, დრონის ნამსხვრევების ჩამოცვენის შემდეგ ქალაქში ორ ადგილას ხანძარი გაჩნდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები