Accentnews.ge
"თუ ადამიანს აქვს ხველა, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა და ბოლო ორ კვირაში ჩინეთში იმოგზაურა, დარეკოს ცხელ ხაზზე ან მიმართოს ექიმს"

"თუ ადამიანს აქვს ხველა, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა და ბოლო ორ კვირაში ჩინეთში იმოგზაურა, დარეკოს ცხელ ხაზზე ან მიმართოს ექიმს"

29/01/2020 10:24:22 საზოგადოება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში ჩინეთიდან მომავალ მგზავრთა შემოწმება გრძელდება, ტარდება პირველადი სკრინინგი, ასევე განთავსებულია საინფორმაციო ბანერები,– იუწყება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, მართალია ჩინეთთან პირდაპირი ფრენები აიკრძალა, თუმცა ქვეყანაში სხვა ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან ტრანზიტული რეისებით, სახმელეთო ტრანსპორტით, ამიტომ მათი შემოწმება გრძელდება.

"თუ ადამიანს აქვს ხველა, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმოგზაურა, აუცილებელია, დარეკონ ცხელ ხაზზე – 15 05 ან 116001, ან მიმართონ ექიმს და საქართველოში არსებულ ინფექციურ საავადმყოფოებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და განმარტა, რომ საუბარია, როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოებზე.

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის არც ერთი საეჭვო შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S