რადამ დმიტრო კულებას გადადგომის მოთხოვნა დაუკმაყოფილა

05-09-2024 13:37:04 ევროპა ,მსოფლიო

უკრაინის რადამ საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას გადადგომის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

რამდენიმე საათით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ რადას მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების განხილვისას, რადამ კულებას გადადგომის საკითხი "სასწრაფოდ გადადო".

ამჯერად გადაწყვეტილებას ხმა 240-მა სახალხო დეპუტატმა მისცა.

4 სექტემბერს კულებამ გადადგომის წერილი დაწერა. მინისტრის გადაწყვეტილებას მმართველ პარტიაში უმიზეზო უწოდეს.

დმიტრო კულება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2020 წლის 4 მარტიდან იკავებდა.

უკრაინული მედია წყაროპებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ სხდომაზე ისაუბრა მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებზე.

წყაროს განცხადებით, ზელენსკიმ დმიტრო კულებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „იარაღის მიწოდების ხელშეწყობისთვის საკმარისი ენერგია არ აქვს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები