
„მაჩალიკაშვილი ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა იქნას დაშვებული, სანამ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას“
29/01/2020 10:35:04 ციტატა
„იმდენად თვალსაჩინოა იმ მასალაში წარმოდგენილი ფაქტები, რაც ტერორიზმს ეხება, ვფიქრობ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი არა თუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა იქნეს ამ პერიოდში დაშვებული, სანამ სასამართლო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რამდენი, რა დოზით არის ამ ადამიანის კავშირი იმ ფაქტებთან, რასაც ჰქვია ტერორისტული ჯგუფის გადმოსვლა საქართველოში“.
განაცხადა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა გია ვოლსკიმ .
გაუგებარია, რომელ სასამართლო პროცესს გულისხმობს გია ვოლსკი, ვინაიდან უშუალოდ მალხაზ მაჩალიაკშვილთან დაკავშირებით სამართალწარმოების მიმდინარეობა ოფიციალურად არაა ცნობილი, ხოლო რაც შეეხება მის ვაჟს – თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გარდაიცვალა და რომელი საქმის გამოძიებასაც მაჩალიკაშვილები ითხოვენ, პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა. გამოძიება სეწყდა ორ ეპიზოდზე: თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე ტერორისტულ ჯგუფთან და სპეცრაზმელის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრაზე.
მაჩალიკაშვილები დავას სტრასბურგში აგრძელებენ, თუმცა ასევე ითხოვენ საპარლამენტო საგამოძიები კომისიის შექმნას. მაჩალიკავილი დღეს პარლამენტში შესვლას ცდილობდა, თუმცა არ შეუშვეს.