05-09-2024 16:34:18 ევროპა ,მსოფლიო
უკრაინის უმაღლესმა რადამ ანდრეი სიბიგას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას მხარი დაუჭირა.
გადაწყვეტილებას მხარი 258-მა დეპუტატმა დაუჭირა.
სიბიგამ დიპლომატიური კარიერა სამშობლოში 1997 წელს დაიწყო. ბოლო წლებში კი, 49 წლის სიბიგას კარიერა ასე ვითარდებოდა:
2008-2012 წლებში იყო პოლონეთში უკრაინის საელჩოს მინისტრის მრჩეველი.2012-2016 წლებში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის დეპარტამენტის დირექტორი.2016-2021 წლებში თურქეთის რესპუბლიკაში უკრაინის ელჩი;2021- 2024 წლებში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი;2024 წლიდან - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.
დმიტრო კულება, სავარაუდოდ, საჯარო სამსახურში დარჩება და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოებაზე იმუშავებს, მაგრამ კონკრეტულად რა ფორმით, ამ ეტაპზე უცნობია.
4 სექტემბერს კულებამ გადადგომის წერილი დაწერა. რადამ განცხადება დღეს დააკმაყოფილა.
დმიტრო კულება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2020 წლის 4 მარტიდან იკავებდა.
უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ სხდომაზე ისაუბრა მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებზე.
წყაროს განცხადებით, ზელენსკიმ დმიტრო კულებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „იარაღის მიწოდების ხელშეწყობისთვის საკმარისი ენერგია არ აქვს“.