05-09-2024 19:54:11 კავკასია
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 4 სექტემბერს, დაახლოებით 19:35 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ორდუბადის ოლქის მიმართულებით.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, ტელეგრამ არხზე, განაცხადა, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 4 სექტემბერს დაახლოებით 19:35 საათზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით, რომლებიც მდებარეობს სასაზღვრო ზონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, არ შეესაბამება რეალობას.
სასაზღვრო ზონაში ინციდენტების გამო აზერბაიჯან და სომხეთი ხშირად ადანაშაულებენ ერთმანეთს. პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე. პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ გარკვეული პუნქტები უკვე შეთანხმებულია.